| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ასტიონ კობერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიმში, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ქალაქ თბილისის საფაბრიკო-საქარხნო სკოლა, თბილისის საინჟინრო ინსტიტუტი; შინსახკომის სკოლა 1939 წელს. 1939 წელს სიმფეროპოლში დაინიშნა ოპერატიულ მუშაკად, საიდანაც დასავლეთ უკრაინაში მიავლინეს სამუშაოდ; 1941-1945წწ. მოქმედ არმიაში იმყოფებოდა, იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთის, სტალინგრადის, ამიერკავკასიის, ჩრდილოკავკასიისა და ყირიმის ფრონტებზე, სადაც დაიმსახურა ი. ბ. სტალინის ექვსი მადლობა, დაჯილდოებულია ოთხი ორდენით, ორი საბრძოლო და 18 სხვადასხვა მედლით; 1945-1954წწ. მუშაობდა ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში; 1954-1960წწ. ხულოს რაიონის უშიშროების განყოფილების უფროსი; 1964-1968წწ. ქ. თბილისის ოქტომბრის რაისაბჭო, აღმასკომის მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1972-1976წწ. თბილისის ზღვის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი, ხოლო შემდეგ წლებში თბილისის აღმასკომის კულტურისა და დასვენების პარკების მუშაობას ხელმძღვანელობდა. უშიშროების სამსახურის პოდპოლკოვნიკი. ივანე კობერიძის ძმა წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.215 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

