The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე კობერიძე

ივანე კობერიძე
Date of birth:19 December, 1920  (105 years)
Category:Public official, Historian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიმში, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1944 წელს.

1944 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, საიდანაც ხუთი თვის შემდეგ გადაიყვანეს საქართველოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში ინსტრუქტორად და მიავლინეს მაკიევკის მეტალურგიულ ქარხანაში (ქ. დომბასი), სადაც სპეციალობას ეუფლებოდა 500-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა. 1947-1949წწ. ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის პარტკომი, განყოფილების გამგე; 1949-1964წწ. მუშაობდა თბილისის საოლქო კომიტეტში ხელმძრვანელ თანამდებობაზე: საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნის თანაშემწედ, განყოფილების გამგის მოადგილედ; 1964-1987წწ. თბილისის საქალაქო საბჭო, საერთო განყოფილების გამგე. სხვადასხვა დროს არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს, ორჯონიკიძის რაიონისა და თბილიოსის საოლქო საბჭოს დეპუტატად, საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრად. კარგი მუშაობისთვის დაჯილდოვებულია ორდენებით, მედლებით და საქართველოს უმაღლესი საბჭოს ხუთი სიგელით. ასტიონ კობერიძის ძმა.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.218

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: