| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დამანა მდივნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1951 წელს. 1951-1953წწ. თამაშობდა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე, სადაც შექმნა შესანიშნავი სახეები. ითამაშა კნიაჟნა შალვა დადიანის პიესაში "გუშინდელნი", ძიძია - "ხევისბერ გოჩაში", კესო - "ოთარაანთ ქვრივში", ელიზაბეტა - "ბაგრატიონი", მეფის ასული - "მარანგულაში", ეკატერინე ჭავჭავაძე - "ბარათაშვილში". 1953 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა კონფერანსიედ თეატრში, საესტრადო სასწავლებელში მხატვრული კითხვის პედაგოგად, ასევე რადიოში ლიტერატურული გადაცემები მიჰყავდა. ქალბატონმა წლების წინ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მოჰკიდა ხელი. მან არაერთი ლამაზი ქალის ფოტო შეაგროვა და წიგნებად გამოსცა, ბევრი უცნობი მანდილოსნის ვინაობა დაადგინა და დავიწყებას გადაარჩინა მათი სახე და სახელები. ჩვენი თანამედროვეების პორტრეტებიც ოთხ ალბომში წარსული საუკუნის ბანოვანებთან ერთად მოთავსდა: "მშვენიერთა სავანე", "საქართველო -სამოთხის ნაწილი", "პორტრეტის უკვდავება" და "მშვენიერება ზეცით მოსილი". ლაშა-გიორგი მაცაბერიძის მეუღლე. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.228-229 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

