The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დამანა მდივნიშვილი

დამანა მდივნიშვილი
Date of birth:1930  (96 years)
Category:Explorer, Actor/Actress, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1951 წელს.

1951-1953წწ. თამაშობდა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე, სადაც შექმნა შესანიშნავი სახეები. ითამაშა კნიაჟნა შალვა დადიანის პიესაში "გუშინდელნი", ძიძია - "ხევისბერ გოჩაში", კესო - "ოთარაანთ ქვრივში", ელიზაბეტა - "ბაგრატიონი", მეფის ასული - "მარანგულაში", ეკატერინე ჭავჭავაძე - "ბარათაშვილში". 1953 წლიდან სხვადასხვა დროს  მუ­შა­ობ­და კონ­ფე­რან­სი­ედ თეატრში, სა­ესტრა­დო სას­წავ­ლე­ბელ­ში მხატვრული კი­თხვის პე­და­გო­გად, ასევე  რა­დი­ო­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი მიჰყავდა. ქალ­ბა­ტონ­მა წლე­ბის წინ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს მოჰ­კი­და ხელი. მან არა­ერ­თი ლა­მა­ზი ქა­ლის ფოტო შე­აგ­რო­ვა და წიგ­ნე­ბად გა­მოს­ცა, ბევ­რი უც­ნო­ბი მან­დი­ლოს­ნის ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნა და და­ვი­წყე­ბას გა­და­არ­ჩი­ნა მათი სახე და სა­ხე­ლე­ბი. ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის პორ­ტრე­ტე­ბიც ოთხ ალ­ბომ­ში წარ­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ბა­ნო­ვა­ნებ­თან ერ­თად მო­თავ­სდა: "მშვე­ნი­ერ­თა სა­ვა­ნე", "სა­ქარ­თვე­ლო -სა­მო­თხის ნა­წი­ლი", "პორ­ტრე­ტის უკ­ვდა­ვე­ბა" და "მშვე­ნი­ე­რე­ბა ზე­ცით მო­სი­ლი". ლაშა-გიორგი მაცაბერიძის მეუღლე.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.228-229

Bibliography


Share: