| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ სეფაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ყვარელი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1972წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოტომსროლელთა პოლკის სამედიცინო პუნქტის უფროსი; 1972-1981წწ. ქ. რუსთავის ჯერ ბავშვთა მე-2 პოლიკლინიკის ქირურგი, შემდეგ ქ. რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ანესთეზიოლოგი და ქირურგი; 1981-1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ბაზაზე არსებული კლინიკური ორდინატორი; 1983 წელს რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგი; 1983-1990წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი საგამომძიებლო იზოლატორის ექიმი-ორდინატორი; 1990-1995წწ. ქ. ყვარლის რაიონის მთავარი ექიმი; 1995-1998წწ. ყვარლის რაიონის ჯანდაცვის სისტემის მართვის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი; 1998 წლიდან რეორგანიზაციის შემდეგ ყვარლის რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი. მას სხვადასხვა დროს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: ბავშვთა ქირურგიაში (1973, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი), გადაუდებელ ქირურგიაში (1977, დნეპროპეტროვსკის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი), კლინიკური ორდინატურის ქირურგიაში (1981-1983, თსსი), ჯანდაცვის მართვისა და ორგანიზაციის ორთვიანი კურსები (1991, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი), აშშ -ში სტაჟირებით (2001, კალიფორნია). მისი ორგანიზატორობით ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გაიხსნა რეანიმაციული და კარდიოლოგიური განყოფილებები. ხელმძღვანელობდა რუსთავის საავადმყოფოს პროფკავშირულ ორგანიზაციას, 1993 წლიდან იყო ყვარლის რაიონის გამგეობის წევრი. დაჯილდოებულია მადლობებითა და სიგელებით. ექიმი - ქირურგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 853-854
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

