The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი მაისურაძე

გოგი მაისურაძე
Legal name:გიორგი მაისურაძე
Date of birth:9 March, 1948  (78 years)
Category:Lawyer, Explorer, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, გუდაუთის რაიონი.

დაამთავრა შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტის (ქ. ვლადივოსტოკი, რუსეთის ფედერაცია) იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს; საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის ქ. მინსკის უმაღლესი კურსები 1977 წელს.

1972 წელს მუშაობა დაიწყო ქ. ვლადივოსტოკის პარტიზანთა სახელობის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლად, მალე საქართველოში დაბრუნდა და ქალაქ სოხუმის კომკავშირის საქალაქო ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა; 1977 წლიდან სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის უშიშროების კომიტეტში: ოპერრწმუნებულად, გამომძიებლად, უფროს გამომძიებლად, გალის რაიონის უფროს ოპერრწმუნებულად; საქართველოს უშიშროების კომიტეტის (ქ. თბილისი) უფროს გამომძიებლად, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად, განყოფილების უფროსად, უფროს იურისკონსულტანტად, სამთავრობო დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსად, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "მოდულის" უფროსის მოადგილედ, უშიშროების სამინისტროში განყოფილების უფროსად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჯგუფის უფროსად, სამშვიდობო ძალების სარდლის მოადგილედ აფხაზეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ინსპექციის უფროსის მოადგილედ, ამავე დეპარტამენტის შიდა ინსპექციის უფროსად; 1991-2004წწ. აქტიურად მონაწილეობდა საქართელოს უშიშროების ორგანოების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო ძალების აღმშენებლობისა და ახალგაზრდა კადრების მომზადების საკითხების მოგვარებაში, აგრეთვე ნაყოფიერად მუშაობდა სამთავრობო დაცვის სპეციალისტების სამსახურისა და კონტროლის პალატის სტრუქტურების გაუმჯობესებაზე. სამსახურეობრივ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა შემოქმედებით სამეცნიერო მოღვაწეობასაც დამუშავებული და გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.234-235

Bibliography

  • ანთოლოგია : პოეზია, პროზა, წერილები, თარგმანები, ინტერვიუები (Co-Author) // ტ. 5. - თბილისი, მწიგნობარი, 2024. - 388გვ.. - ISBN: 9789941508806
  • დაშრეტილი ფშა : ფიქრები წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე (Author) // ნაწილი 1, ჩვენი ახალსოფელი (აშიცრა) . - თბილისი, ქუთაისი : აკაკი წერეთლის სახელმწ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024. - 468გვ.. - ISBN: 9789941864698
  • კერპი და ჯვარი : რომანი (Author). - თბილისი, მერანი, 1988. - 789გვ.
  • კაცრიელ თუთბერიძის სახლეულნი : რომანი (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1973. - 262გვ.

Share: