| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ხიდაშელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს (მაგისტრი). 1994-1995წწ. იყო ტელეკომპანია "კავკასიის" ოთხენოვანი (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული) საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 1995-2004წწ. საქართველოს პირველი არხის, საინფორმაციო გამოშვებების პროდიუსერი და წამყვანი ("მოამბე", "ქვიშის საათი"); 1994–1999წწ. "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი; 1997- 1999წწ. ევროსაბჭოს ეგიდით გამომავალი ორენოვანი გაზეთის "აგროინფორმი" მთავარი რედაქტორი; 2000-2002წწ. საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის არჩეული მოადგილე; 2004-2005წწ. საქართველოს პირველის არხის პოლიტიკური თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერი; 2005-2010წწ. საზოგადოებრივი მაუწყებელის, ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისთვის ტელე-რადიო პროგრამების მთავარი პროდიუსერი (პროექტის ავტორი); 2013- 2016წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პოლიტიკური პროგრამების მთავარი პროდიუსერი; 2016–2018წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაციონალურ ენებზე ონლაინ- მაუწყებლობის ხელმძღვანელი; 2016-2018წწ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული სახელმწიფო კომისიის წევრი; 2019-2022წწ. საინფორმაციო სააგენტო REPORT.GE მთავარი რედაქტორი; 2022 წლიდან - "PRIME time" მთავარი რედაქტორი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.255
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

