| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ია ბოკუჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1982წწ. აბაშის რაიონის ბავშვთა განყოფილების ექიმი-პედიატრი; 1983 წლიდან ქ. სამტრედიის შპს "პედიატრის" ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი-ნევროპათოლოგი; ამ ხნის მანძილზე პარალელურად შეთავსებით მუშაობდა სამტრედიის რაიონული საავადმყოფოს ინფექციურ, ტრავმულ, რეანიმაციულ, სამშობიარო სახლის ახალშობილთა განყოფილებებში ნევროპათოლოგად; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: 1982 წელს თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში გაიარა სპეციალიზაციის კურსი და მიიღო ექიმ-ნევროპათოლოგის დიპლომი; 1998 წელს - თბილისში, ბავშვთა ნევროლოგიის განხრით; 1982, 1983 წლებში გააგზავნეს ქ. თბილისის მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქონევროლოგიურ განყოფილებაში; ქ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ნეიროინფექციურ განყოფილებაში; 1984 წელს - ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში; 1985 წელს - ტუბერკულოზურ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მენინგიტების განყოფილებაში; 1985 წელს - ქ. თბილისის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის ახალშობილთა განყოფილებაში; 2002 წელს გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შედეგად გადაეცა ექიმი-ნევროლოგის სერთიფიკატი; იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების აქტიური წევრი, გამოცემულია მისი ნაშრომი "თამბაქოს მავნეობის" შესახებ და სხვა ბევრი პოპულარული შინაარსის სტატია. ექიმი-ნევროპათოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.860-862
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

