The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ადოლფ ქრისტიან როლოვი

ადოლფ ქრისტიან როლოვი
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1952  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

ადოლფ ქრისტიან როლოვი – თბილისის ბოტანიკური ბაღის პირველი დირექტორი, წარმომავლობით თბილისელი გერმანელი, ბოტანიკურ ბაღს 1889 წლიდან 1919 წლამდე ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც 1845 წლის 1 მაისს თბილისის გარეუბანში–ლეღვთახევში არსებულ სახელმწიფო სასეირნო ბაღს, რომელიც ადრე საქართველოს სამეფო კარს ეკუთვნოდა, ოფიციალურად ეწოდა თბილისის ბოტანიკური ბაღი, 1899 წლამდე უწყვეტად ხელმძღვანელობდნენ გერმანიიდან მოწვეული მებაღე-სპეციალისტები: შემიოტი, დემონკალი, დოიჩმანი, შარერი და გინცენბერგი. მხოლოდ ადოლფ როლოვის ხელმძღვანელობით გადაიქცა თბილისის ბოტანიკური ბაღი მთელი კავკასიის მასშტაბით მსხვილ ბოტანიკურ და სოფლის მეურნეობის მეცნიერული კვლევის ცენტრად. ბაღის მცენარეთა კოლექცია-ნარგავების ფართობი 2.5-დან 60 ჰა-მდე გაიზარდა. მისივე ინიციატივით ბაღში დაარსდა 9 სამეცნიერო განყოფილება. ამის გარდა, თბილისის ბოტანიკური ბაღის 4 რეგიონული გეოგრაფიული განყოფილება კავკასიაში (რომლებიც რეგიონებში ფაქტიურად ბოტანიკური ბაღების როლს ასრულებდა) და 5 სამეცნიერო-საცდელი სადგური. აშენდა მუზეუმის, ჰერბარიუმის, ლაბორატორიების, დირექციის, საცხოვრებელი სახლების 30-მდე შენობა-ნაგებობა. მდინარე წავკისისწყალზე გაიდო ოთხი ახალი ხიდი. გაიყვანეს სარწყავი წყლის ორი ახალი სისტემა. საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო შრომების ორი ახალი კრებულის გამოცემას და სხვ. თბილისის ბოტანიკური ბაღიდან წასვლის შემდეგ ადოლფ ქრისტიან როლოვი მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ, ხოლო შემდეგ იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი და პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. მას ეკუთვნის 60-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 5 მონოგრაფია, სახელმძღვანელოები რუსულ და ქართულ ენებზე ბოტანიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

წყარო: ადოლფ ქრისტიან როლოვი და თბილისის ბოტანიკური ბაღი / მამია ლორია, ჯიმშერ კერესელიძე.-თბ.,2001.-140გვ.


გააზიარე: