| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ადოლფ ქრისტიან როლოვი![]()
Biographyადოლფ ქრისტიან როლოვი – თბილისის ბოტანიკური ბაღის პირველი დირექტორი, წარმომავლობით თბილისელი გერმანელი, ბოტანიკურ ბაღს 1889 წლიდან 1919 წლამდე ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც 1845 წლის 1 მაისს თბილისის გარეუბანში–ლეღვთახევში არსებულ სახელმწიფო სასეირნო ბაღს, რომელიც ადრე საქართველოს სამეფო კარს ეკუთვნოდა, ოფიციალურად ეწოდა თბილისის ბოტანიკური ბაღი, 1899 წლამდე უწყვეტად ხელმძღვანელობდნენ გერმანიიდან მოწვეული მებაღე-სპეციალისტები: შემიოტი, დემონკალი, დოიჩმანი, შარერი და გინცენბერგი. მხოლოდ ადოლფ როლოვის ხელმძღვანელობით გადაიქცა თბილისის ბოტანიკური ბაღი მთელი კავკასიის მასშტაბით მსხვილ ბოტანიკურ და სოფლის მეურნეობის მეცნიერული კვლევის ცენტრად. ბაღის მცენარეთა კოლექცია-ნარგავების ფართობი 2.5-დან 60 ჰა-მდე გაიზარდა. მისივე ინიციატივით ბაღში დაარსდა 9 სამეცნიერო განყოფილება. ამის გარდა, თბილისის ბოტანიკური ბაღის 4 რეგიონული გეოგრაფიული განყოფილება კავკასიაში (რომლებიც რეგიონებში ფაქტიურად ბოტანიკური ბაღების როლს ასრულებდა) და 5 სამეცნიერო-საცდელი სადგური. აშენდა მუზეუმის, ჰერბარიუმის, ლაბორატორიების, დირექციის, საცხოვრებელი სახლების 30-მდე შენობა-ნაგებობა. მდინარე წავკისისწყალზე გაიდო ოთხი ახალი ხიდი. გაიყვანეს სარწყავი წყლის ორი ახალი სისტემა. საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო შრომების ორი ახალი კრებულის გამოცემას და სხვ. თბილისის ბოტანიკური ბაღიდან წასვლის შემდეგ ადოლფ ქრისტიან როლოვი მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ, ხოლო შემდეგ იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი და პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. მას ეკუთვნის 60-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 5 მონოგრაფია, სახელმძღვანელოები რუსულ და ქართულ ენებზე ბოტანიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. წყარო: ადოლფ ქრისტიან როლოვი და თბილისის ბოტანიკური ბაღი / მამია ლორია, ჯიმშერ კერესელიძე.-თბ.,2001.-140გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

