The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო მიანსაროვი-იოსელიანი

სერგო მიანსაროვი-იოსელიანი
Date of birth:3 May, 1916
Date of death:7 February, 1966  (at 49 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი.

მუშაობდა თბილისის სამშენებლო ობიექტებზე, თბილისის საბჭოს საპროექტო სახელოსნოში და დაუსწრებლად სწავლობდა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში; 1936 წელს გახდა თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი; 1940 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სოხუმის ქვეით სასწავლებელში, სადაც თანმიმდევრულად მსახურობდა ოცმეთაურად, ასმეთურად და სასწავლო ბატალიონის მეთაურის მოადგილედ; აქტიურად მონაწილეობდა 1941-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში; 1943 წელს დაინიშნა I უკრაინის ფრონტის მე-13 არმიის დაზვერვის უფროსის უფროს თანაშემწედ; 1944 წელს დანიშნეს მე-13 არმიის საინფორმაციო-სადაზვერვო განყოფილების უფროსად, მოგვიანებით კი მე-13 არმიის 24-ე მსროლელი კორპუსის დაზვერვის უფროსად; ომის შემდეგ მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში; 1949-1951წწ. - შენაერთის შტაბის უფროსად; 1951-1956წწ. - სომხური მსროლელი დივიზიის მეთაურად; 1949 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება; 1953 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; 1958 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემიის უმაღლესი აკადემიური კურსები ოქროს მედალზე; 1962 წელს ავადმყოფობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან. არჩეული იყო სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოებული იყო ორდენებით. 

წყარო: სამშობლოს ერთგული შვილები: ქართველები დიდ სამამულო ომში /გ. ყურაშვილი. -თბ., 1965.-გვ.196-199; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

Share: