| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზელიმხან ხარებოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხვწე, ჯავის რაიონი. დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ტექნიკუმი 1928 წელს; ამიერკავკასიის ქვეითი ჯარების სამხედრო სასწავლებელი - 1931 წელს. სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა მეთაურის წოდება და დაინიშნა პირველ ქართულ მსროლელ დივიზიაში ოცეულის მეთაურად, ერთი წლის შემდეგ - ასეულის მეთაურად; 1935 წელს - პოლკის სასწავლებლის უფროსი; 1936 წლიდან - პოლკის შტაბის უფროსის მოადგილე; 1938 წელს - ქართულ მსროლელ დივიზიაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე; 1939 წლიდან - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსის მოადგილე; ომის პირველი დღიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოში შტაბის განყოფილების უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს; 1941 წელს გააგზავნეს 56-ე არმიაში; 1942 წელს სპეციალურ დავალებას ასრულებდა ქერჩში ამიერკავკასიის ჯარებისათვის დამატებითი მართვის პუნქტის შექმნაში; 1942 წლის დასაწყისში როგორც ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე, ქერჩის ნახევარკუნძულზე მოქმედ 51-ე არმიაში ფრონტის შტაბის მართვის უფროსი იყო; იმავე წლის სექტემბერში დანიშნეს ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1943 წელს - არმიის სათადარიგო 191-ე პოლკის მეთაურად. 1958 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. წყარო: სამშობლოს ერთგული შვილები: ქართველები დიდ სამამულო ომში /გ. ყურაშვილი. -თბ., 1965.-გვ.295-297 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

