The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ევლახიშვილი

ივანე ევლახიშვილი
Other name:ივანე ევლახოვი
Date of birth:1824
Date of death:1888  (at 64 years)
Category:Translator, Writer, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. შემახა, აზერბაიჯანი.

ბავშვობის წლები შემახასა და ბაქოში გაატარა, შემდეგ დაამთავრა თბილისის გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1840-იან წლებში მუშაობდა გაზეთ "ზაკავკაზსკი ვესტნიკის" რედაქციაში. სხვადასხვა დროს სამოქალაქო სამსახურში იყო თბილისში, შემახაში და თერგის ოლქში. 1870-იან წლებში მოსამართლედ მუშაობდა სტავროპოლის გუბერნიაში. ფლობდა უცხო ენებს და კარგი მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული, იყო მომღერალი და დეკლამატორი. ხშირად ასრულებდა ხალხურ სიმღერებს. ივანე ევლახიშვილმა რუსულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" (გაზეთი "Кавказ", 1846, №1523, 26, 27,29), "ზღაპარი ქოროღლიზე" ("Сказка о Кер-Оглу", "Кавказ", 1846, № 39), დაწერა ქართულ ხალხურ მოტივებზე კომედია "ქორწილი" ("Cвадьба", 1852 წ.). მას ეკუთვნის წერილები: "Замечания по пути в Мингрелию", ("Кавказ", 1847, №79), "Заметки о Тифлисе", "Записки Кавказского отдела Императорского русского географического общества", №1), "სპარსეთის პოეზია" ("ცისკარი", 1863, №7 12, გვ. 256-268) და სხვ., ივანე ევლახიშვილი ევლახიშვილი დაინტერესებული იყო ქართული ხალხური სიტყვიერებით ("О народных песнях и певцах в Грузии", "Кавказ", 1850, №64, 65), რუსულად თარგმნა 100 ქართული ანდაზა ("Грузинские пословицы и изречения", "Записки Кавказского отдела Императорского русского географического общества", кн. I,1852, стр. 260). საოპერო მომღერლის სერგო ევლახიშვილის მამა.

წყარო: ქართული ფოლკლორი : მასალები და გამოკვლევები. ტ. 4, ქართული ფოლკლორის ლექსიკონი. [ნაწ.] I, (ა - ლ) / საქ. სსრ მეცნ. აკად., რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ. ინ-ტი.-თბ.,1974.-გვ.140-141

Bibliography


Share: