| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულხან კუპრაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს. 1993 წლიდან მუშაობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1993-1995წწ. იყო საქართველოს ისტორიის კათედრის ლაბორანტი; 1995-2004წწ. უფროსი მასწავლებელი; 2005-2006წწ. – დოცენტი; 2006-2014წწ. – საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2005-2011წწ. იყო საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2011-2023წწ. – ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2014 წლიდან ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი; 2015-2023წწ. – უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი; 2023 წლიდან არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; არის რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო შრომების კრებულის რედაქტორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა XVIII-XIX საუკუნების საქართველოს ისტორია და ამავე პერიოდის საქართველოს ისტორიის წყაროები; მონაწილეობდა "გამომცემლობა პალიტრა L"-ის პროექტებში: "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" და "ქართველი მეფეები". გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

