| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სულხან კუპრაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს. 1993 წლიდან მუშაობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1993-1995წწ. იყო საქართველოს ისტორიის კათედრის ლაბორანტი; 1995-2004წწ. უფროსი მასწავლებელი; 2005-2006წწ. – დოცენტი; 2006-2014წწ. – საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2005-2011წწ. იყო საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2011-2023წწ. – ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2014 წლიდან ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი; 2015-2023წწ. – უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი; 2023 წლიდან არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; არის რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო შრომების კრებულის რედაქტორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა XVIII-XIX საუკუნების საქართველოს ისტორია და ამავე პერიოდის საქართველოს ისტორიის წყაროები; მონაწილეობდა "გამომცემლობა პალიტრა L"-ის პროექტებში: "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" და "ქართველი მეფეები". გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

