| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე არღუტინსკი-დოლგორუკოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა 1-ლი კადეტთა კორპუსი 1848 წელს. სამხედრო სამსახური დაიწყო ვიურტემბერგის პრინცის სახელობის ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში პრაპორშჩიკად; მონაწილეობდა ყირიმის 1853-1856წწ. (აღმოსავლეთის) წლების ომში; მსახურობდა კავკასია-ოსმალეთის საზღვარზე, მოქმედი კორპუსის კავალერიის უფროსის ადიუტანტად; 1875-1877წწ. მეთაურობდა ლაიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკის მე-2 დივიზიონს; 1877 წლის 4 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1878 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან პოლკოვნიკის წოდებით, მუნდირით და პენსიონის სრული უზრუნველყოფით; 1879-1882წწ. იყო მივლინებული მე-V საარმიო კორპუსთან, საარმიო კავალერიაში ჩარიცხვით; საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით, რუმინეთის "რკინის ჯვრით" ("რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს მდ. დუნაიზე გადასვლის სამახსოვროდ)". თადარიგში გასვლის შემდეგ ცხოვრობდა ქ. სანქტ-პეტერბურგში. გენერალ-მაიორი (1882). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

