| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით არღუტინსკი-დოლგორუკოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი 1861 წელს და ნიკოლოზის საინჟინრო აკადემია 1862 წელს. სამხედრო სამსახურში შევიდა 1857 წელს; 1877 წლის 18 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1879-1892წწ. მეთაურობდა ასეულს და მესანგრეთა მე-2 ბატალიონს; 1892-1894წწ. მეთაურობდა სარატოვის 108-ე ქვეით პოლკს; 1894 წლის 28 მარტს მიენიჭა "გენერალ-მაიორის" სამხედრო წოდება; 1894-1895წწ. მეთაურობდა 28-ე ქვეითი დივიზიის 1-ლ ბრიგადას; 1895-1900წწ. მეთაურობდა ლაიბ-გვარდიის კეკსგოლმის პოლკს; 1900 წელს დაინიშნა მე-3 გვარდიული ქვეითი დივიზიის 1-ი ბრიგადის მეთაურად; 1900-1901წწ. მეთაურობდა მე-3 გვარდიული ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადას; 1901-1903წწ. მე-3 გვარდიული ქვეითი დივიზიის I ბრიგადას; 1903 წელს გავიდა თადარიგში; ჯარში მსახურობდა 45 წელი. მონაწილეობდა პოლონეთის 1863 წლის აჯანყების ჩახშობაში და 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით, მიღებული ჰქონდა საზღვარგარეთის ქვეყნების ჯილდოები. მათ შორის სპარსეთის "ლომისა და მზის" მე-II ხარისხის (1879), ავსტრო-უნგრეთის "ფრანც-იოსების" I-ი ხარისხის (1896) და "რკინის გვირგვინის" I-ი ხარისხის (1899) ორდენები, "რუმინეთის გვირგვინის" I-ი ხარისხის (1899) ორდენი. გენერალ-ლეიტენანტი (1903). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

