The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფარნა მენთეშაშვილი

ოფიციალური სახელი:ფარნაოზ მენთეშაშვილი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1918
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 1995  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1939 წელს.

1956 წლიიდან ამავე უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კათედრაზე იყო დოცენტი, პროფესორი; 1972–1985წწ. – კათედრის გამგე; მისი ხელმძღვანელობით კათედრასთან ჩამოყალიბდა ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის პროგრამების ფორმებისა და მეთოდების დანერგვის საქმეში. ის არის სამეცნიერო ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი მეცნიერული კვლევის სფეროს წარმოადგენდა საქართველოს კვების მრეწველობის ეკონომიკური ეფექტიანობის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის პრობლემური საკითხები, რევიზია და კონტროლი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1973). 
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: