| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფარნა მენთეშაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1939 წელს. 1956 წლიიდან ამავე უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კათედრაზე იყო დოცენტი, პროფესორი; 1972–1985წწ. – კათედრის გამგე; მისი ხელმძღვანელობით კათედრასთან ჩამოყალიბდა ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის პროგრამების ფორმებისა და მეთოდების დანერგვის საქმეში. ის არის სამეცნიერო ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი მეცნიერული კვლევის სფეროს წარმოადგენდა საქართველოს კვების მრეწველობის ეკონომიკური ეფექტიანობის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის პრობლემური საკითხები, რევიზია და კონტროლი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1973). Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

