The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯიმშერ რაზმაძე

ჯიმშერ რაზმაძე
დაბადების თარიღი:1933  (93 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა შავრა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს.

1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს გეოლოგიის სამმართველოში ჯერ რიგითი გეოლოგის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ გეოლოგიური პარტიის მთავარ გეოლოგად დააწინაურეს; 1986 წელს გეოლოგიური პარტიის უფროსად დაინიშნა. მან დიდი შრომა გასწია საქართველოს წიაღისეულ სიმდიდრეთა შესწავლისათვის. მისი ხელმძღვანელობით გამოვლენილია ათეულობით სხვადასხვა სახის ნედლეულის საბადო, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოებაშია გადაცემული და მარაგები აყვანილია სახელმწიფო ბალანსზე, მათ შორის აღსანიშნავია ბუნებრივი სასუქების და ტორფის საბადოები, აგრეთვე ბიცომ-მარილიანი ნიადაგების სტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო თაბაშირიანი ნედლეულის საბადოების მოძიების სამუშაოები. მისი ხელმძღვანელობით დმანისისა და ბოლნისის რაიონებში აღმოჩენილია და შესწავლილია  სახიანი ტუფის და ბაზალტის  საბადოები, რომელთა დამუშავებით მიღებული მასალა ფართოდ გამოიყენება მეტროპოლიტენისა და სხვა სამშებებლო ობიექტების მოსაპირკეთებლად. საინტერესოა მის მიერ ბენტონიტური თიხის შესწავლის საკითხი, რომელიც ტყიბულის ქვანახშირის შახტებში მეთანის გაზის აფეთქების პროფილაქტიკასა და ლიკვიდაციის საკითხებს ეხება.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.271


გააზიარე: