| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიმშერ რაზმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზედა შავრა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს გეოლოგიის სამმართველოში ჯერ რიგითი გეოლოგის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ გეოლოგიური პარტიის მთავარ გეოლოგად დააწინაურეს; 1986 წელს გეოლოგიური პარტიის უფროსად დაინიშნა. მან დიდი შრომა გასწია საქართველოს წიაღისეულ სიმდიდრეთა შესწავლისათვის. მისი ხელმძღვანელობით გამოვლენილია ათეულობით სხვადასხვა სახის ნედლეულის საბადო, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოებაშია გადაცემული და მარაგები აყვანილია სახელმწიფო ბალანსზე, მათ შორის აღსანიშნავია ბუნებრივი სასუქების და ტორფის საბადოები, აგრეთვე ბიცომ-მარილიანი ნიადაგების სტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო თაბაშირიანი ნედლეულის საბადოების მოძიების სამუშაოები. მისი ხელმძღვანელობით დმანისისა და ბოლნისის რაიონებში აღმოჩენილია და შესწავლილია სახიანი ტუფის და ბაზალტის საბადოები, რომელთა დამუშავებით მიღებული მასალა ფართოდ გამოიყენება მეტროპოლიტენისა და სხვა სამშებებლო ობიექტების მოსაპირკეთებლად. საინტერესოა მის მიერ ბენტონიტური თიხის შესწავლის საკითხი, რომელიც ტყიბულის ქვანახშირის შახტებში მეთანის გაზის აფეთქების პროფილაქტიკასა და ლიკვიდაციის საკითხებს ეხება. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.271
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

