| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე შტროის ასული![]()
ბიოგრაფიაქართველ ქალთა მოღვაწეობა ახლო აღმოსავლეთის სამონასტრო ცენტრებში ადრეულ ხანაშივე დაიწყო. გიორგი მერჩულის ცნობით, იერუსალიმში IX საუკუნეში უკვე ცხოვრობდა ქართველი მოღვაწე ქალი ეფროსინე. XI საუკუნიდან იქ იწყება ქართველ ქალთა კულტურულ-საგანმანათლებო კერების მშენებლობაც. ცნობილია რამდენიმე კერა (კაპპათა, დელტავი, დერთუფა), რომელთაც აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა. მოღწეულია იქაური ხელნაწერი წიგნები, რომელთა ანდერძ-მინაწერებიდან ნათლად ჩანს ქართველ მოღვაწე ქალთა ლიტერატურული ინტერესები. ერთმა ძვირფასმა ხელნაწერმა, რომელიც პროფესორ რ. ბლეიკის აზრით XIII-XIV საუკუნეების უნდა იყოს, შემოგვინახა დელტავის მონასტრის წინამძღვრის ეკატერინე შტროის ასულის ანდერძი ასეთი ცნობით: "მე ცოდვილი და უღირსი ეკატერინე, შტროთსა ასული, ღირს ვიქმენ აღწერად წმიდისა ამის" ეკატერინე არაა გადამწერი (ხელნაწერის დამამზადებელია ბასილი, დელტაველ ქალთა აღზრდილი), მაგრამ მისი როლი ერთობ დიდია. იგი დაინტერესებული ყოფილა ძველი ძეგლების გადაწერითა და გამრავლებით, არაერთი საინტერესო თხზულება მისი ინიციატივითაა გადაწერილი. იერუსალიმის ქალთა კულტურულ-საგანმანათლებლო მონასტრის დელტავის წინამძღვარი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.46
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

