The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე შტროის ასული

Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Nobleman, Religious leader

Biography

ქართველ ქალთა მოღვაწეობა ახლო აღმოსავლეთის სამონასტრო ცენტრებში ადრეულ ხანაშივე დაიწყო. გიორგი მერჩულის ცნობით, იერუსალიმში IX საუკუნეში უკვე ცხოვრობდა ქართველი მოღვაწე ქალი ეფროსინე. XI საუკუნიდან იქ იწყება ქართველ ქალთა კულტურულ-საგანმანათლებო კერების მშენებლობაც. ცნობილია რამდენიმე კერა (კაპპათა, დელტავი, დერთუფა), რომელთაც აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა. მოღწეულია იქაური ხელნაწერი წიგნები, რომელთა ანდერძ-მინაწერებიდან ნათლად ჩანს ქართველ მოღვაწე ქალთა ლიტერატურული ინტერესები. ერთმა ძვირფასმა ხელნაწერმა, რომელიც პროფესორ რ. ბლეიკის აზრით XIII-XIV საუკუნეების უნდა იყოს, შემოგვინახა დელტავის მონასტრის წინამძღვრის ეკატერინე შტროის ასულის ანდერძი ასეთი ცნობით: "მე ცოდვილი და უღირსი ეკატერინე, შტროთსა ასული, ღირს ვიქმენ აღწერად წმიდისა ამის" ეკატერინე არაა გადამწერი (ხელნაწერის დამამზადებელია ბასილი, დელტაველ ქალთა აღზრდილი), მაგრამ მისი როლი ერთობ დიდია. იგი დაინტერესებული ყოფილა ძველი ძეგლების გადაწერითა და გამრავლებით, არაერთი საინტერესო თხზულება მისი ინიციატივითაა გადაწერილი. იერუსალიმის ქალთა კულტურულ-საგანმანათლებლო მონასტრის დელტავის წინამძღვარი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.46


Share: