The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანსელმო მღებრიშვილი (პატრი)

Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Translator, Public Man, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

სასულიერო განათლება მიიღო რომში.

მსახურობდა გორში, ბათუმსა და სხვა კათოლიკურ ეკლესიებში. ლათინურიდან ახალ ქართულ ენაზე თარგმნა თომა კემფელის თხზულება "მიბაძვა ქრისტესი" ოთხწიგნად და პირველად გორში გამოსცა (მანამდე გორში წიგნი არ დაბეჭდილა): წიგნი I და II (გორი, 1889), წიგნი 3-4 (გორი, 1890). ბათუმში ქართველ კათოლიკეთათვის ააშენა დიდი კათოლიკური ეკლესია, რასაც დიდძალი თანხა შესწირა (აქედან 240.000 მანეთი სტეფანრე ზუბალაშვილის იყო). "მე უაღრესად მწამს ღვთისმშობელი და საქართველო, ჩემი რწმენის ქვაკუთხედს ეს ორი საგანი შეადგენს". მწიგნობარი, ქართველი კათოლიკე პატრი მესხეთიდან.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.403-404

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1887-)

Bibliography

  • მიბაძვა ქრისტესი : 4 წიგნად (Translator) // წ.3 და 4. - გორი, ა. კალანდაძის და ი. ყანჩაველის სტ., 1890. - 185-518გვ.
  • მიბაძვა ქრისტესი : 4 წიგნად (Translator) // წ. 1 და 2 / წინასიტყვ. ავტ.: ა. მღებრიშვილი. - გორი, არ. კალანდაძის და ნ. ზარიძის სტ., 1889. - 184 გვ.

Share: