The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ შენგელია

Date of birth:10 January, 1932
Date of death:3 August, 2024  (at 92 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1956 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1959 წელს.

1960-1979წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-2008წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1982-1986წწ. ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი. 
დოკუმენტური და ნარატიული ძეგლების გარდა მისი ინტერესის სფეროში სულ უფრო იკვეთებოდა საქართველოს სელჩუკებთან და ოსმალებთან ურთიერთობების ისტორიის პრობლემები; არის 18 მონოგრაფიისა და 204 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქართულის გარდა ფლობდა რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ და ფრანგულ ენებს. თურქოლოგი-ოსმანისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოსმალური გადასახადები და საგადასახადო სისტემა გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით", დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; science.org.ge

Bibliography


Share: