| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ სვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფუტიეთი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის კონომატოგრაფიის ინსტიტუტი 1934 წელს. 1934-1937წწ. მოღვაწეობდა ქ. ბაქოს ქართულ თეატრში; 1937-1939წწ. ახალციხის თეატრის მსახიობი და რეჟისორი; 1944-1948წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელწიფო თეატრის მსახიობი, შემდგომ წლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი და რჟისორი; ის ნაყოფიერად მოღვაწეობდა ლიტერატურის სფეროშიც; 1940 წელს კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელწიფო თეატრში დაიდგა მისეული თარგნმანის მიხედვით სარდუ და ე. მოროს "მადამ სან ჟენის" პიესა, შემდგომში (1942 წელს) შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრმა განახორციელა თ. სვანის მიერ თარგმნილი "ოლეკო დუნდჩის" დადგმა. 1939-1996წწ. თარგმნა და გამოსცა შვიდი რომანი, მათ შორის ბ. პრუსის "თოჯინა", ა. ვინოგრადოვის "შავი კონსული" და "პაგანინის განკიცხვა", ი. ერენბურგის "პარიზის დაცემა". გარდა თარგმანებისა ქართულ ჟურნალებში დაიბეჭდა მისი ოთხი ნოველა, რომელთაგან ერთი - "ქალის ცრემლი" პრემირებული იყო. თ. სვანი გადაღებულია ფილმებშიც და ტელესპექტაკლებშიც: "ოპერაცია დეიდა ტასო", "არასერიოზული კაცი", "ჩვენი ეზო", "ხსოვნა გულისა" და სხვ. ექიმი-ფსიქიატრის ბაბი სვანის და. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.284 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

