| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარლამ სვანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაჯი, ამბროლაურის რაიონი. სწავლობდა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; დაამთავრა ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. საბრძოლო გზა გაიარა ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩეხოსლოვაკიის ქ. ბრნომდე და 1945 წლის აპრილში მძიმედ დაჭრის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. დაასრულა პედაგოგიური ინსტიტუტი და პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა თავის მშობლიურ რაიონში. სიცოცხლის ბოლო წლებში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადავიდა ქ. თბილისში, მათემატიკას ასწავლიდა 129-ე სკოლაში. დიდ სამამულო ომში საბრძოლო დამსახურებისა და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოებული იყო არა ერთი ორდენითა და მედლით. გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო ნაშრომები პედაგოგიურ საკითხებზე. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.288
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

