| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თუმიან გოჯიშვილი![]()
ბიოგრაფიათუმიან გოჯიშვილი ძალით აღუკვეციათ მონაზვნად. თუმიანის წარწერებიდან ყურადღებას იქცევს სტროფი, რომელიც შ. ონიანმა აღადგინა ხალხური ვარიანტების მოშველიებით: "წვრილად ნახვეწო ისარო, ქალაქს ნაღებო ინჩთა; ყირმიზი რვალის პერანგი გაცვია ოქროს ღილითა; ნეტავი შენთან მამყოფა, შენთან გამაძღო ძილითა, მაგ შავარდენსა თვალ-წარბსა მაკოცნა ბაგე-კბილითა". თუმიანს მიუწერია კედელზე კიდევ ერთი ხალხური ლექსი ("ზეცას გაველ, ზეცა ვნახე და ვარსკვლავთა მივემრახე"), რომლითაც თავისი უმწეო მდგომარეობა გამოუხატავს. აღსანიშნავია თუმიანის მიერ მიწერილი უცნობი ავტორის ლექსი ("აწ, მზეო, შენსა გაყრილსა დამვიწყდა სოფლის ლხინი მე"). თუმიან გოჯივილი არის ცნობილი პირველი ჩამწერი ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშებისა. განსაკუთრებით საინტერესოა თუმიან გოჯიშვილის ორიგინალური ლექსი: "ლომო განაღამც მიყვარხარ შენებრ ვერავის სადარად, წყალად ევფრატად გიტყვიან, გულად როსტომის სადარად, ტანი აზატსა საროსა ნარნარად აყვავებულსა; მე გული ხელთა არა მყავს, თუ არ შენ გახლავს სადარად. ლექსი მთავრდება მინაწერით: "ვაიმე, იმედო ნახვამდის, თუმიანს დამიწერია". თუმიანის ლექსს ეტყობა საბაშვილის მიერ გალექსილი "როსტომიანის" - გავლენა (ამით დასტურდება თუმიანის მოღვაწეობის ხანა- XVI საუკუნის პირველი ნახევარი). თუმიანის ხელითვეა აგრეთვე მიწერილი ორსტროფიანი მაჯამა: "მზეო, გიშვენის წალკოტი ხილითა და ხევნარითა, უწყალოდ მოკლავ მიჯნურსა და გულსა დახევ ნარითა", (მაჯამა, ზოგადად, XII-XV საუკუნეებითაა დათარიღებული). მონაზონი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.66-68
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

