The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თუმიან გოჯიშვილი

Date of birth:15??
Date of death:15??
Category:Nobleman, Poet, Religious leader

Biography

თუმიან გოჯიშვილი ძალით აღუკვეციათ მონაზვნად. თუმიანის წარწერებიდან ყურადღებას იქცევს სტროფი, რომელიც შ. ონიანმა აღადგინა ხალხური ვარიანტების მოშველიებით: "წვრილად ნახვეწო ისარო, ქალაქს ნაღებო ინჩთა; ყირმიზი რვალის პერანგი გაცვია ოქროს ღილითა; ნეტავი შენთან მამყოფა, შენთან გამაძღო ძილითა, მაგ შავარდენსა თვალ-წარბსა მაკოცნა ბაგე-კბილითა". თუმიანს მიუწერია კედელზე კიდევ ერთი ხალხური ლექსი ("ზეცას გაველ, ზეცა ვნახე და ვარსკვლავთა მივემრახე"), რომლითაც თავისი უმწეო მდგომარეობა გამოუხატავს. აღსანიშნავია თუმიანის მიერ მიწერილი უცნობი ავტორის ლექსი ("აწ, მზეო, შენსა გაყრილსა დამვიწყდა სოფლის ლხინი მე"). თუმიან გოჯივილი არის ცნობილი პირველი ჩამწერი ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშებისა. განსაკუთრებით საინტერესოა თუმიან გოჯიშვილის ორიგინალური ლექსი: "ლომო განაღამც მიყვარხარ შენებრ ვერავის სადარად, წყალად ევფრატად გიტყვიან, გულად როსტომის სადარად, ტანი აზატსა საროსა ნარნარად აყვავებულსა; მე გული ხელთა არა მყავს, თუ არ შენ გახლავს სადარად. ლექსი მთავრდება მინაწერით: "ვაიმე, იმედო ნახვამდის, თუმიანს დამიწერია". თუმიანის ლექსს ეტყობა საბაშვილის მიერ გალექსილი "როსტომიანის" - გავლენა (ამით დასტურდება თუმიანის მოღვაწეობის ხანა- XVI საუკუნის პირველი  ნახევარი). თუმიანის ხელითვეა აგრეთვე მიწერილი ორსტროფიანი მაჯამა: "მზეო, გიშვენის წალკოტი ხილითა და ხევნარითა, უწყალოდ მოკლავ მიჯნურსა და გულსა დახევ ნარითა", (მაჯამა, ზოგადად, XII-XV საუკუნეებითაა დათარიღებული). მონაზონი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.66-68


Share: