The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურმან ბოჯგუა

მურმან ბოჯგუა
Date of birth:1 July, 1955  (70 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზანა, სენაკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1983წწ. იყო სენაკის რაიონის სოფელ ფიცხოს ექიმი-პედიატრი; 1983-1988წწ. სენაკის რაიონის სოფელ ეკის საექიმო ამბულატორიის გამგე; 1988-1995წწ. სენაკის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დარგში; 1995 წლიდან შპს სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი; მიღებული აქვს კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში შემდეგი მიმართულით: რეანიმაცია-ანესთეზიოლოგია (1986), რენტგენოლოგია (1986), ჯანდაცვის ორგანიზაცია (1988), ზოგადი კურსის ჯანდაცვის მენეჯმენტი (2000), კიბოსწინარე და სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა (2001), ბავშვთა ასაკის დაავადებათა ინტეგრირებული მართვა (2004), ბავშვის ჯანსაღი კვება (2005), ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა რეანიმაცია (2006), ავადმყოფი ბავშვის კვების თანამედროვე ასპექტები (2006); მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატი - "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია" (2001), სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში-ნეონატოლოგია (2003); მისი დირექტორად მუშაობის 12 წლის განმავლობაში, სენაკის რაიონის 5 სოფელში აშენდა ახალი საექიმო ამბულატორია, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა რამდენიმე საექიმო ამბულატორიას, სოფელ ნოქალაქევის საექიმო ამბულატორიაში მოეწყო აშშ-დან გამოგზავნილი ახალი ინვენტარით მოწყობილი სტომატოლოგიური კაბინეტი, აშენდა ახალი საექიმო ამბულატორია სოფელ გეჯეთში, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ქალაქის პოლიკლინიკას, შეიძინეს ახალი აპარატურა და სხვა. ექიმი-პედიატრი, ჯანდაცვის საუკეთესო ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 890-891; ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება : შპს სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება / მარიკა შამათავა // კოლხეთი.-სენაკი, 2017.-N23-24-25.-გვ.5


Share: