| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ფუტკარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დარჩიძეები, შუახევის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1979წწ. აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიარა ინტერნატურა; 1979-1981წწ. შუახევის რაიონის სოფელ ოლადაურის საექიმო ამბულატორიის გამგე, ექიმი-თერაპევტი; 1981-1984წწ. შუახევის რაიონის სოფელ უჩამბის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1984-1986წწ. შუახევის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე; 1986-1987წწ. შუახევის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1987-1989წწ. ქ. მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის ექიმი-ორდინატორი თერაპიის კათედრის ბაზაზე; 1989-1990წწ. შუახევის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1990-1991წწ. აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების უბნის ექიმი; 1991-1995წწ. აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე პოლიკლინიკურ დარგში; 1995-2004წწ. აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილი ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, პარალელურად, 1995 წლიდან - ექიმი-სექსოლოგი; 2002-2003წწ. აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის დირექტორი; 2003-2004წწ. შპს "ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის" დირექტორი და ექიმი-სექსოლოგი; 2004 წლიდან პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში; გაიარა კურსები და აიმაღლა კვალიფიკაცია შემდეგ დარგში: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სექსოლოგიის განხრით (1995), წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდები ჯანდაცვის ორგანიზაციასა და სამედიცინო სექსოლოგიაში; სისტემატურად გადიოდა უწყვეტ სამედიცინო განათლების პროგრამას სხვადასხვა საკითხებზე: "ზოგადი კურსი ჯანდაცვის მენეჯმენტში", "ჯანდაცვის სისტემის მართვის თანამედროვე მოდელები და ბიოთეკა", "თანამედროვე ტექნოლოგიები ლაბორატორიულ მედიცინაში" და სხვა; იმავე პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრში გაიარა აშშ-ის სკრენტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტრენინგები სხვადასხვა საკითხებზე: "პრივატიზაცია და მეწარმეობა ჯანდაცვის სისტემაში: "საკანონმდებლო, ეთიკური და ეკონომიკური პრობლემები", "პრობლემები პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციასა და მენეჯმენტში"; 2001 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში გაიარა არასამთავრობო ორანიზაცია "ონკოპრევენციის ცენტრი"-ს მიერ ონკოლოგიური დაავადებების პირველადი გამოვლენის 2001 წლის სახელმწიფო საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი - "პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა" და სხვა; მისი თაოსნობით პოლიკლინიკის ხარჯებით პირველად აჭარაში გაიხსნა საუკეთესოდ აღჭურვილი მცირე ქირურგიული ანესთეზიის ბლოკი, სადაც ასეულობით პაციენტს გაეწიათ დახმარება შედარებით დაბალ ფასებში; არის რამდენიმე შეკრების მონაწილე: გინეკოლოგ-ექოსკოპისტთა საერთაშორისო კონგრესი (2009,19-20 ოქტომბერი, ქ. პარიზი); უკრაინის მეან-გინეკოლოგთა XI ყრილობა - "უკრაინის მოსახლეობის რეპროდუქტიული ჯანმრთელობა, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები (2001, ქ. კიევი); ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პედაგოგიურ საქმიანობას. თერაპევტი, ექიმი-ანდროლოგ-სექსოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი აჭარაში. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.891-893 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

