| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონი კვიციანი![]()
Biographyისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის კავკასიის ისტორიის კათედრის გამგე.
მეცნიერული ინტერესების სფერო: კავკასიის ხალხთა ისტორია, კულტურა და ცივილიზაცია; კითხულობს საგნებს: კავკასიის ხალხთა ისტორია, კავკასიის ხალხთა კულტურა, კავკასიის ხალხთა სოციოკულტურული ანთროპოლოგია, კავკასიის გეოპოლიტიკა და რეგიონალიზაცია, შესავალი კავკასიოლოგიაში; გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია: "Подготовка специалистов в высшей школе в 60-80-е годы (на материалах Северного Кавказа,1990), "კავკასია XX საუკუნეში" (2001), "აფხაზურ-ქართული ინტეგრაციის პრობლემები XX-XXI სს." (2013), "კავკასია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე" (2017) და სხვ. მისი სამეცნიერო სტატიები იბეჭდება სხვადასხვა აკადემიურ გამოცემაში: "კავკასიოლოგიური ძიება", "მაცნე", "Научная мысль Кавказа", "Вопросы истории" და სხვ. იგი ორ ათეულ წელზე მეტხანს ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ასევე ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში.
წყარო: "კავკასია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან 2021 წლამდე" : სალექციო კურსი / ჯონი კვიციანი.-თბ.,2021.-340გვ.; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: caucasiology.tsu.ge
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

