The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შაქრო ნავთლუღელი

შაქრო ნავთლუღელი
ოფიციალური სახელი:სარქის კირაკოზოვი
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1878
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1960  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა, პოეტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა სომხურ სკოლაში, მუშაობდა სამიკიტნოში. 1899 წლიდან თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მუშაობდა ხარატად, ზეინკლად. 1904 წელს ნავთლუღში, თავის სახლში დააარსა არალეგალური უფასო ქართული სკოლა და ჭრა-კერვის განყოფილება, სადაც (მუშაობის შემდეგ) თვითონვე ასწავლიდა ბავშვებსა და მოზრდილებს ქართულ წერა-კითხვას და ანგარიშს, უკითხავდა მოთხრობებსა და ლექსებს, საკუთარი თანხით აწყობდა ექსკურსიებს, ხოლო ხელსაქმეს მისი მეუღლე ასწავლიდა. 1909 წელს სკოლა ოფიციალურად იქნა ცნობილი, შემდეგ კი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" გადაეცა. "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სახელით ნავთლუღში დააარსა წიგნთსაცავ-სამკითხველო, სხვებთან ერთად განაახლა სომხური სკოლა, მართავდა საბავშვო და სახალხო წარმოდგენებს, გახსნა საზეინკლო-სახარატო სასწავლებელი, სადაც ხელობასთან ერთად წერა-კითხვასა და ანგარიშს უფასოდ ასწავლიდა და თავისი ხარჯით ინახავდა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ არჩეულ იქნა მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრად, შემდეგ საქარხნო კომიტეტის თავმჯდომარედ, ბოლოს ავლაბარ-ორთაჭალის უბნის 13 ქარხნის მუშათა პროფკავშირის გამგეობის წევრ-თავმჯდომარედ. უკანასკნელად, მ. კალინინის სახელობის ქარხანაში მუშაობის პერიოდში რამდენიმე გამოგონების (საციგაო მანქანის და სხვ.) პროექტი დაამუშავა. პირველი ლექსი "შეირყა მუხა ძველი დროის" გამოაქვეყნა გაზეთში "ლამპარი" (1906 წელი, №48). (მისი შვილია საქართველოს დამსახურებული მხატვარი მხატვარი ს. კირაკოზოვი (1911-1975).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.432-433

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება , წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: