| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შაქრო ნავთლუღელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა სომხურ სკოლაში, მუშაობდა სამიკიტნოში. 1899 წლიდან თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მუშაობდა ხარატად, ზეინკლად. 1904 წელს ნავთლუღში, თავის სახლში დააარსა არალეგალური უფასო ქართული სკოლა და ჭრა-კერვის განყოფილება, სადაც (მუშაობის შემდეგ) თვითონვე ასწავლიდა ბავშვებსა და მოზრდილებს ქართულ წერა-კითხვას და ანგარიშს, უკითხავდა მოთხრობებსა და ლექსებს, საკუთარი თანხით აწყობდა ექსკურსიებს, ხოლო ხელსაქმეს მისი მეუღლე ასწავლიდა. 1909 წელს სკოლა ოფიციალურად იქნა ცნობილი, შემდეგ კი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" გადაეცა. "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სახელით ნავთლუღში დააარსა წიგნთსაცავ-სამკითხველო, სხვებთან ერთად განაახლა სომხური სკოლა, მართავდა საბავშვო და სახალხო წარმოდგენებს, გახსნა საზეინკლო-სახარატო სასწავლებელი, სადაც ხელობასთან ერთად წერა-კითხვასა და ანგარიშს უფასოდ ასწავლიდა და თავისი ხარჯით ინახავდა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ არჩეულ იქნა მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრად, შემდეგ საქარხნო კომიტეტის თავმჯდომარედ, ბოლოს ავლაბარ-ორთაჭალის უბნის 13 ქარხნის მუშათა პროფკავშირის გამგეობის წევრ-თავმჯდომარედ. უკანასკნელად, მ. კალინინის სახელობის ქარხანაში მუშაობის პერიოდში რამდენიმე გამოგონების (საციგაო მანქანის და სხვ.) პროექტი დაამუშავა. პირველი ლექსი "შეირყა მუხა ძველი დროის" გამოაქვეყნა გაზეთში "ლამპარი" (1906 წელი, №48). (მისი შვილია საქართველოს დამსახურებული მხატვარი მხატვარი ს. კირაკოზოვი (1911-1975). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.432-433 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

