| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ელიზბარაშვილი-ქუმსიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1974-1975წწ. მუშაობდა პროფესორ ნ. ყიფშიძის სახელობის საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ადმინიტრაციული განყოფილების სანიტრად; სწავლის პროცესში პარალელურად მუშაობდა მედდის თანამდებობაზე თბილისის ქალაქის მეხუთე საავადმყოფოს ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში; 1981-1982წწ. საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1982-1984წწ. საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგე; 1984-1987წწ. გურჯაანის რაიცენტრალური საავადმყოფოს პოლიკლინიკური განყოფილების უბნის ექიმი; 1987-1995წწ. გურჯაანის რაიცენტრალური საავადმყოფოს პოლიკლინიკის განყოფილების გამგე; 1995 წლიდან შპს "გურჯაანის პოლიკლინიკა-ამბულატორიული გაერთიანების დირექტორი. მიღებული აქვს ორი სახელმწიფო სერთიფიკატი: საზოგადოერივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია (2001); "სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა" (2001); გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები: სამეწარმეო საქმიანობის თავისებურებანი ჯანდაცვის სისტემაში (თბილისი, 2003), საქმიან ქალთა ლიდერობის პროგრამა (თბილისი, 2003), პირველადი ჯანდაცვის მენეჯმენტის თანამედროვე ასპექტები (თბილისი, 2003), სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაცია სამედიცინო დაწესებულებებში (თბილისი, 2004), საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვა (აშშ, 2001), პირველად ჯანდაცვაში საოჯახო მედიცინის პრაქტიკის მართვა და ორგანიზაცია (თბილისი, 2006). ექიმი-თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.898-899 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

