The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოფიო ელიზბარაშვილი-ქუმსიაშვილი

სოფიო ელიზბარაშვილი-ქუმსიაშვილი
Legal name:სოფიო ელიზბარაშვილი
Date of birth:14 February, 1957  (69 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1974-1975წწ. მუშაობდა პროფესორ ნ. ყიფშიძის სახელობის საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ადმინიტრაციული განყოფილების სანიტრად; სწავლის პროცესში პარალელურად მუშაობდა მედდის თანამდებობაზე თბილისის ქალაქის მეხუთე საავადმყოფოს ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში; 1981-1982წწ. საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1982-1984წწ. საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგე; 1984-1987წწ. გურჯაანის რაიცენტრალური საავადმყოფოს პოლიკლინიკური განყოფილების უბნის ექიმი; 1987-1995წწ. გურჯაანის რაიცენტრალური საავადმყოფოს პოლიკლინიკის განყოფილების გამგე; 1995 წლიდან შპს "გურჯაანის პოლიკლინიკა-ამბულატორიული გაერთიანების დირექტორი. მიღებული აქვს ორი სახელმწიფო სერთიფიკატი: საზოგადოერივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია (2001); "სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა" (2001); გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები: სამეწარმეო საქმიანობის თავისებურებანი ჯანდაცვის სისტემაში (თბილისი, 2003), საქმიან ქალთა ლიდერობის პროგრამა (თბილისი, 2003), პირველადი ჯანდაცვის მენეჯმენტის თანამედროვე ასპექტები (თბილისი, 2003), სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაცია სამედიცინო დაწესებულებებში (თბილისი, 2004), საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვა (აშშ, 2001), პირველად ჯანდაცვაში საოჯახო მედიცინის პრაქტიკის მართვა და ორგანიზაცია (თბილისი, 2006). ექიმი-თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.898-899

Member of Organizations

  • გურჯაანის საკრებულო, წევრი (1994-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების მედალი

Share: