| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანატოლი მილჩენკო![]()
Biographyდაბადების ადილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1955 წელს ფეხბურთს თამაშობდა ბორჯომის "ჩანჩქერში" ("განთიადი"), შემდეგ – თბილისის "ასკ-სა" (1956–1961) და სოხუმის "დინამოში" (1962–1963), ბოლოს კი – ტყვარჩელის ფეხბურთის გუნდში (1964). იყო 30-ზე მეტი საერთაშორისო მატჩის, მ. შ. მოსკოვის ოლიმპიადის (1980), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისა (1979) და უეფას იუნიორთა ტურნირის (1975) არბიტრი. სულ სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 202 მატჩი (1967–1986, მეორე შედეგი), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში – 38 (1990–92). 14-ჯერ დაასახელეს სსრკ საუკეთესო მსაჯად (1970–1974, 1977–1985). როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) გამოეყო სსრკ ფეხბურთის ფედერაციას (1990), მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატისა და თასისთვის გამართულ მატჩებს (1990–1992). იყო საქართველოს მსაჯთა კოლეგიის პრეზიდიუმის წევრი (1978–1990), სფფ-ის მსაჯთა და საინსპექტორო კომიტეტის თავმჯდომარე (1998–2005), კლუბ "ვიტ ჯორჯიას" სპორტული დირექტორი (2005–2010), სფფ-ის ახალგაზრდა მსაჯების მომზადების მენეჯერი (2010–2011). 2000 წელს აღიარეს XX ს. საქართველოს საუკეთესო არბიტრად. ფეხბურთელი, საბჭოთა კავშირის საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1967). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

