The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ კარტაშევი

ოფიციალური სახელი:სიმონ კარტაშიანი
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1856  (170 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ტფილისის გიმნაზია და ტფილისის ქვეითი იუნკერთა სასწავლებელი.

ჯარში მსახურობდა 1872 წლიდან ახალციხის 262-ე ქვეით პოლკში. მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის და 1904-1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომებში. იყო დაჭრილი, მიწერილი იქნა ალექსანდრეს დაჭრილთა კომიტეტთან. 1906 წლის 27 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1915-1917წწ. მეთაურობდა 22-ე სარეზერვო ქვეით ბრიგადას. მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში. 1917 წლიდან ირიცხებოდა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1917 წლის 20 მაისს დროებითი მთავრობის მიერ დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1916). გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ იძებნება, დაახლოებით 1918 წლის შემდეგ არის გადაცვლილი.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.69

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1905 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1905 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1902 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბაბთით)
    25-წლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის
  • 1897 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი (მამაცობისათვის)

გააზიარე: