| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ კარტაშევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის გიმნაზია და ტფილისის ქვეითი იუნკერთა სასწავლებელი. ჯარში მსახურობდა 1872 წლიდან ახალციხის 262-ე ქვეით პოლკში. მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის და 1904-1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომებში. იყო დაჭრილი, მიწერილი იქნა ალექსანდრეს დაჭრილთა კომიტეტთან. 1906 წლის 27 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1915-1917წწ. მეთაურობდა 22-ე სარეზერვო ქვეით ბრიგადას. მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში. 1917 წლიდან ირიცხებოდა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1917 წლის 20 მაისს დროებითი მთავრობის მიერ დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1916). გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ იძებნება, დაახლოებით 1918 წლის შემდეგ არის გადაცვლილი. Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

