| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტირული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1936 წელს. 1936-1937 წლებში მუშაობდა "ხრამჰესის" მშენებლობაზე; 1938-1941წწ. საპროექტო ინსტიტუტი "თბილქალაქპროექტი", ინჟინერ-დამპროექტებელი, ბულაჩაურის წყალსადენის მთავარი ინჟინერ-დამპროექტებელი; 1941 წელს გაიწვიეს ჯარში, ჯერ მუშაობდა სამხედრო აეროდრომების მშენებლობაზე, შემდეგ გააგზავნეს ქ. კუიბიშევში სამხედრო საინჟინრო აკადემიის კურსებზე, რომლის დამთავრებისთანავე მოქმედ არმიაში კალინინის ფრონტზე იბრძოდა; 1943 წელს ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ დემობილიზებული იქნა; 1943-1947 წლებში მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში: ქ. თელავის წყალთა სასისტემო სამმართველოს უფროსად, სამინისტროს საწარმო განყოფილების უფროსად, "წყალპროექტის" მთავარ ინჟინრად; 1947-1951წწ. საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკად; 1951-1981წწ. იყო "საქსახწყალპროექტის"მთავარი ინჟინერი. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს სიგელით, მედლებითა და ორდენით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. ექიმ მარინე ჭიჭინაძის მამა. სადისერტაციო თემა - "დაწვიმების სტაციონალური სისტემის პროექტირების საკითხები მთიანი რელიეფის პირობებში". წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.370-371 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

