The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ჭიჭინაძე

ივანე ჭიჭინაძე
Date of birth:13 November, 1911  (114 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტირული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1936 წელს.

1936-1937 წლებში მუშაობდა "ხრამჰესის" მშენებლობაზე; 1938-1941წწ. საპროექტო ინსტიტუტი "თბილქალაქპროექტი", ინჟინერ-დამპროექტებელი, ბულაჩაურის წყალსადენის მთავარი ინჟინერ-დამპროექტებელი; 1941 წელს გაიწვიეს ჯარში,  ჯერ მუშაობდა სამხედრო აეროდრომების მშენებლობაზე, შემდეგ გააგზავნეს ქ. კუიბიშევში სამხედრო საინჟინრო აკადემიის კურსებზე, რომლის დამთავრებისთანავე მოქმედ არმიაში კალინინის ფრონტზე იბრძოდა; 1943 წელს ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ დემობილიზებული იქნა; 1943-1947 წლებში მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში: ქ. თელავის წყალთა სასისტემო სამმართველოს უფროსად,  სამინისტროს საწარმო განყოფილების უფროსად, "წყალპროექტის" მთავარ ინჟინრად; 1947-1951წწ. საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკად; 1951-1981წწ. იყო "საქსახწყალპროექტის"მთავარი ინჟინერი. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს სიგელით, მედლებითა და ორდენით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. ექიმ მარინე ჭიჭინაძის მამა.

სადისერტაციო თემა - "დაწვიმების სტაციონალური სისტემის პროექტირების საკითხები მთიანი რელიეფის პირობებში".

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.370-371

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მელიორატორი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: