| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ლაზარევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა მოსკოვის I სამხედრო გიმნაზია 1876 წელს და ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელი 1878 წელს (I თანრიგით). მამასთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის ჯარების შუა აზიის ლაშქრობაში (ახალ-თექეს ექსპედიციაში) 1879 წელს; მსახურობდა იმპერატორის სახელის ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში; 1881-1884წწ. - ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში იუნკერთა აღმზრდელი-ოფიცერი; 1884-1886წწ. - ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში მე-2 ასეულის აღმზრდელ-ოფიცერი; 1886 წელს - ოფიცერი ელიზავეტპოლის გუბერნიის მაზრის სამხედრო უფროსთან; 1886-1887წწ. - ელიზავეტპოლის მაზრის სამხედრო უფროსი; 1887-1893წწ. ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, საარმიო კავალერიაში; 1893-1906წწ. ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებთან; 1904 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1906-1910წწ. მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან სამხედრო-სახალხო მმართველობაში, დავალებათა გენერლად; საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით; XIXს. 80-იანი წლების შუა პერიოდიდან ცნობილი იყო როგორც ცხენმრეწველი და სპორტსმენი. 25 წლის განმავლობაში იყო მოსკოვის საიმპერატორო საცხენოსნო საზოგადოების უხუცესი და ნამდვილი წევრი, ამ საზოგადოებაში არჩევითი თანამდებობები ეკავა. კენჭს იყრიდა ტფილისის საცხენოსნო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. გენერალ-მაიორი (1910). გენერალ-ლეიტენანტ ივანე ლაზარევის (1820-1879) შვილი. Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

