The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე მირზიაშვილი

ელენე მირზიაშვილი
Date of birth:4 January, 1960  (66 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1984-1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოფთალმოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1988-1989წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტია ოფთალმოლოგიის განხრით; 1989-2007წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თვალის მიკროქირურგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო შემდეგ, ამავე აკადემიის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 2007 წლიდან საქართველოს ოფთალმოლოგიური ცენტრის ბაზაზე თსსუ-ს პედაგოგი ოფთალმოლოგიის განხრით; არის "ნიუ ჰოსპიტალის" ოფთალმოლოგიური სამსახურის ექიმი-ოფთალმოლოგი, ასრულებს ამბულატორიულ ოპერაციებს და ატარებს კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას; უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ოფთალმოლოგი (2001); კითხულობს ლექციების კურსს და ატარებს პრაქტიკულ მეცადინეობებს თსსუ-ს სტუდენტებთან, რეზიდენტებთან და ექიმ-მსმენელებთან; არის 35 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის ერთი რაციონალიზატორული წინადადებაა, მეორე, კი, მეთოდური რეკომენდაცია; მიღებული აქვს 20 სერთიფიკატი ოფთალმოლოგიის განხრით, რომელიც მიღებული აქვს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე აქტიური მონაწილეობისათვის: ლაზერის თემა (2002); გლაუკომა, ფარმაკოლოგია და ქირურგიის თანამედროვე ასპექტები (2003); ვიტრეო-რეტინალური ქირურგია (2008); მხედველობის ორგანოს დაავადებები და ტრავმული დაზიანებები (იგი, ამავე დროს თანახელმძღვანელია, 2008); სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში (2000 წელი, ქ. თბილისი, 2005 წელი, ქ. ჰელსინკი, 2006 წელი თბილისი და სხვა). უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არსებული კანონის მიხედვით მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება (2004). პრაქტიკოსი ექიმი-ოფთალმოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ულტრაიისფერი სხივებით დასხივებული სისხლის გავლენა თვალის მიკროცირკულაციაზე", დაიცვა 1989 წელს. 

წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.911-912


Member of Organizations

  • საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია, წევრი

Share: