The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირდატი (ქართლის მეფე)

დაბადების თარიღი:03??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის მეფე 398–399წწ.. ფარნავაზიანთა სამეფო სახლის, ბაქარიანთა შტოს წარმომადგენელი. "მეფეთა ცხოვრების" ავტორის ცნობით, მირდატი იყო "კაცი ქველი, მხედარი შემმართებელი... უშიში ღმრთისა... არა მსახურა ღმერთსა, არცა აღაშენა ეკლესია, არცარა მატა შენებულთა". იგი კლარჯეთისათვის ებრძოდა ბერძნებს (რომაელებს), ხოლო სპარსელებს (ირანელებს) ხარკს არ აძლევდა. ირანის სამეფო კარზე არსებული ოცწლიანი არეულობის შემდეგ, 399 წელს ტახტზე ასული იეზდიგერდ I-ის მიერ გამოგზავნილ დიდ ლაშქარს მირდატი "მცირედითა სპითა მიეგება". გარდაბანთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მირდატი ირანელებმა დაატყვევეს. მტერმა "დაიპყრო ქართლი და განრყვნა ეკლესიანი". სამეფო ოჯახი და სვიმონ ქართლის ეპისკოპოსი კახეთის ხევში გაიხიზნენ. სასანიანებმა ქართლში მეფობა გააუქმეს (სამი წელი უმეფობა იყო). მირდატი გარდაიცვალა ტყვეობაში. მირდატი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და წმინდა მოწამე მირდატ მეფე უწოდა. ხსენების დღეა 8(21) ივლისი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: