The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კესარია დანელია

კესარია დანელია
Date of birth:12 August, 1962  (63 years)
Category:Medical Doctor, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1983 წელს; პარალელურად დამთავრებული აქვს სპორტული ჟურნალისტიკის განყოფილება-სამკურნალო ფიზკულტურა; საქართველოს კპ ცკ-ს მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1986 წელს; ქალაქ ტარტუს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საექიმო საქმე 1994 წელს.

თბილისის პირველი მედსანნაწილის მეთოდისტი (1980); ამ პერიოდში დაბეჭდა 6 პოპულარული სამედიცინო სტატია (გაზეთი "კომუნიზმისკენ"); მისი სამეცნიერო ნაშრომი სპორტულ მედიცინაში წაკითხულ იქნა პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე ქ. ტალინში (1983, გამოქვეყნდა კონფერენციის თეზისებში); 1985-1988წწ. მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის სამკურნალო ფიზკულტურის ექიმი-მეთოდისტი; ამავე სამმართველოს კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1994-2005წწ. თბილისის მე-5 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი-კარდიოლოგი; 2005-2007წწ. მე-5 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში; 2007 წლიდან ამავე კლინიკის გენერალური დირექტორი; გავლილი აქვს "ჯანდაცვის მოსამსახურის მენეჯმენტის სრული კურსი". სპორტის ოსტატი სპორტულ ტანვარჯიშში, პირველი კატეგორიის მსაჯი, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გახსნის მონაწილე, რისთვისაც დაჯილდოებულია დიპლომით. თერაპევტი, კარდიოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.912-913

Member of Organizations

  • ესტონეთის ქართველთა დიასპორის ორგანიზაცია, წევრი
  • საქართველო-ისრაელის ექიმთა სიმპოზიუმი, მუდმივი წევრი
  • საქართველოს ჰოსპიტალთა ასოციაციის დირექტორთა საბჭო, დამფუძნებელი და წევრი

Share: