| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ წიკლაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1980-1982წწ. მსახურობდა სამხედრო სავალდებული სამსახურში; 1978-1992წწ. იყო საქართველოს ნაკრების წევრი რაგბიში; 1986-1992 წწ. სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1992 წლის 3 ნოემბრიდან 1993 წლის 22 სექტემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლად (სამხედრო წოდება - ზემდეგი); 1993 წლის 22 სექტემბერს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. (მასთან ერთდ დაიღუპნენ ძმა, ვასილ (ვასიკო) წიკლაური და დისშვილები თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები, 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხივე ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა და გაირკვა, რომ ოთხივე ნეშტი ერთ ოჯახს ეკუთვნოდა). წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.503; მემატიანე.ჯი : შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

