The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიკო ხომასურიძე

სიკო ხომასურიძე
დაბადების თარიღი:1867
გარდაცვ. თარიღი:1963  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქრისტესი, ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისში მოღვაწე ფრანგი მხატვარ ლონგეს სამხატვრო სკოლა; სწავლობდა სანკტ-პეტერბურგში ილია რეპინის სახელოსნოში.

ბავშობიდან ხატავდა. ლონგეს სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ ს. ხომასურიძეს სურვილი გაუჩდა უფრო ღრმად შეესწავლა მხატვრობა და ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით (საქველოქმედო საზოგადოების ხარჯზე) 1897 წელს სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა. ილია რეპინის სახელოსნოში სწავლის პერიოდში, პარალელურად ბევრს მუშაობდა, ხატავდა რუს დიდებულებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ვაჭრებს და ყველას, ვინც კი სურათს შეუკვეთავდა. 1898 წელს პეტერბურგში გავრცელდა ხმა, რომ წმ. ისააკის ტაძრის გუმბათი, რომლის სიმაღლე 100 მეტრს აჭარბებს, საჭიროებდა სასწრაფო შეკეთებას, რისთვისაც ხელისუფლება შემკეთებელს დიდ ანაზღაურებას პირდებოდა. ერთადერთმა სიკო ხომასურიძემ გარისკა ამ სიმაღლეზე მარტო ასვლა და გუმბათის შეკეთება, რამაც დიდი ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა. რუსეთიდან მალე დაბრუნდა თავის მშობლიურ რაჭაში და სასულიერო მხატვრობას მიჰყო ხელი. მის მიერ იყო მოხატული ონის, ბოყვის, გომის, მთისკალთის, წედისის, ქრისტესის ეკლესიები. გარდა მხატვრობისა შესანიშნავი გემოვნებთ ამზადებდა ჯამებს, ჩოგნებს, კალათებს. მისი მოოღვაწეობის ამბებს ხშირად აშუქებდა ადგილობრივი და რესპუბლიკური ჟურნალ-გაზეთები. 

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.381-382


გააზიარე: