| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიკო ხომასურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქრისტესი, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისში მოღვაწე ფრანგი მხატვარ ლონგეს სამხატვრო სკოლა; სწავლობდა სანკტ-პეტერბურგში ილია რეპინის სახელოსნოში. ბავშობიდან ხატავდა. ლონგეს სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ ს. ხომასურიძეს სურვილი გაუჩდა უფრო ღრმად შეესწავლა მხატვრობა და ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით (საქველოქმედო საზოგადოების ხარჯზე) 1897 წელს სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა. ილია რეპინის სახელოსნოში სწავლის პერიოდში, პარალელურად ბევრს მუშაობდა, ხატავდა რუს დიდებულებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ვაჭრებს და ყველას, ვინც კი სურათს შეუკვეთავდა. 1898 წელს პეტერბურგში გავრცელდა ხმა, რომ წმ. ისააკის ტაძრის გუმბათი, რომლის სიმაღლე 100 მეტრს აჭარბებს, საჭიროებდა სასწრაფო შეკეთებას, რისთვისაც ხელისუფლება შემკეთებელს დიდ ანაზღაურებას პირდებოდა. ერთადერთმა სიკო ხომასურიძემ გარისკა ამ სიმაღლეზე მარტო ასვლა და გუმბათის შეკეთება, რამაც დიდი ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა. რუსეთიდან მალე დაბრუნდა თავის მშობლიურ რაჭაში და სასულიერო მხატვრობას მიჰყო ხელი. მის მიერ იყო მოხატული ონის, ბოყვის, გომის, მთისკალთის, წედისის, ქრისტესის ეკლესიები. გარდა მხატვრობისა შესანიშნავი გემოვნებთ ამზადებდა ჯამებს, ჩოგნებს, კალათებს. მისი მოოღვაწეობის ამბებს ხშირად აშუქებდა ადგილობრივი და რესპუბლიკური ჟურნალ-გაზეთები. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.381-382
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

