| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა არაბული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1986წწ. თბილისის ომის ინვალიდთა რესპუბლიკური ჰოსპიტლის ინტერნი (სპეციალობა-თერაპია); სოფელ ჭოპორტის ამბულატორიის გამგე, ექიმი-თერაპევტი; 1998-2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი; ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი (2006); განათლების აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტი (2009). გამოცდილი პედაგოგი - კითხულობს ლექციებს და მიჰყავს პრაქტიკული მეცადინეობები ქართული და ინგლისური სექტორის სტუდენტებთან. ავტორია 21 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომისა; აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. გამოცდილი ექსპერტ-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (2006), ასისტენტ-პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების თავისებურებანი სხვადასხვა ასაკის ადამიანებში", დაიცვა 2006 წელს (ხელმძღვანელი აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი). წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.916-917 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

