The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ მიტროფანოვი

ვლადიმერ მიტროფანოვი
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1942  (36 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქერჩი
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყაზანი.

დაამთავრა მოსკოვის ელექტრომექანიკოსთა სკოლა 1927 წელს და ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ- პეტერბურგი) ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის კინოფაკულტეტი რეჟისორისა და კინომცოდნის სპეციალობით 1930 წელს.

1930 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს "სახკინმრეწვში" რეჟისორის ასისტენტად მიხეილ კალატოზიშვილის ფილმზე "ჯიმ შვანთე!"; 1932 წლიდან იყო კინოჟურნალ "საბჭოთა საქართველოს" რეჟისორი; ქრონიკის სექტორში გადაიღო დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული ფილმები, ნარკვევები და სპეციალური გამოშვებები: "როგორ შევინარჩუნოთ ძალა და ჯანმრთელობა ლაშქრობის დროს", "საჰაერო ნავსადგური", "მანდარინები" (სამივე 1931), "ოქტომბრის ნაბიჯები" (1932), "ნატახტარის ახალი წყალსადენი" (1933), "დიდი პოეტის ხსოვნას" (ა. წერეთლის საიუბილეოდ), "თბილისი", "კავკასიონის ქედზე", "იერიში ყაზბეგზე" (სამივე 1935), "საღამოს თბილისი", "ბედნიერი ცხოვრება" (ორივე 1936), "ისტორიული ადგილები", "კონსტიტუციის მზის ქვეშ" (ორივე 1939), "ნათელი მზის ქვეშ" (1940), "საქართველოს სამხედრო გზა" (ვ. ვალიშვილთან ერთად, 1941), "ქერჩი, ქერჩის რაიონში" (შ. ჩაგუნავასთან ერთად, 1942) და სხვ. 1941 წელს II მსოფლიო ომის დროს, ქრონიკის სექტორმა მიავლინა ყირიმის საბრძოლო მოქმედებების გადასაღებად. დაიღუპა ქერჩთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. კინორეჟისორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: